ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს რუმინული მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. გაცნობით ტურში 15 ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტური საქართველოს მიმართულებით ახალ ავია რეისს დაემთხვა. რუმინულმა ავიაკომპანიამ "Blue Air Airline" ბუქარესტიდან თბილისის მიმართულებით ტურისტების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები შეასრულა.