რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა მოეწყო. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების გამოსაფენი სივრცეები. ახალი ავტობაზრობა უზრუნველყოფილია დასუფთავებით, დაცვით და აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით. რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დაასრულა. პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.