ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 200 ათას ტონას მიაღწია, რაც 20 ათასი ტონით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. მართალია რთველის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ხელისუფლებაში კი წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან, საიდანაც მათი თქმით არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. მაგრამ რთველის პროცესში იკვეთება მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორც ყურძნის ჩაბარების კუთხით ასევე ყურძნის ფასის მიმართულებითაც. ამ პრობლემებთან დაკაშირებით ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ გლეხებისთვის მთვარი პრობლემა არის ყურძნის ჩაბარების ფასი, რომელიც ყოველწლიურად მცირდება და ასევე არ ხდება ყურძნის წონის განსაზღვრისას შესაბამისი კონტროლი.ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ ხდება ყველა იმ ეტაპისა და მექანიზმების აქტიური მონიტორინგი და კონტროლი, რომლის გავლაც უწევს გლეხს ყურძნის ჩაბარებისას.