დივერსიფიცირებული ბაზრები, გაზრდილი ღვინის ექსპორტი და საწარმოების რაოდენობა, იძლევა იმის საფუძველს, რომ რთველი წელსაც წარმატებულად და ორგანიზებულად ჩატარდება.ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილი სამთაწყაროელი მევენახის,ნიკოლოზ სარდალაშვილის რთველს დაესწრო, რომელიც 2 ჰექტარზე რამდენიმე ჯიშის ყურძენს აწარმოებს. რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში დარეგისტრირებულია 80 კომპანია, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.