როდესაც ციურიხში სადილის დრო მოდის მოსახლეობა და ტურისტები მაშინვე რესტორან ჰაუს ჰილს მიაშურებს. ეს არის გამორჩეული ადგილი ყველასთვის, ჰაეროვანი და ნათელი ინტერიერით. გარდა ინტერიერისა რესტორანი გინესის რეკორდებშია შესული, როგორც ყველაზე ძველი ვეგეტარიანული რესტორანი მთელს მსოფლიოში.
რესტორანი გერმანელმა ემიგრანტებმა დააარსეს 1898 წელს. გერმანელი ემიგრანტი ამბროსიუს ჰილი, რომელიც 1898 წელს ჩამოვიდა ციურიხში დაავადდა რევმატიზმით, რომლის მკურნალობაც მოითხოვდა ვეგეტარიანულ დიეტას, სწორედ ეს გახდა მიზეზი რესტორნის დაარსებისა.
თავდაპირველად რესტორანი ძალიან ცუდად მუშობდა, ვეგეტარიანელთა სიმცირის გამო. ძალინ რთული გზის გავლის შემდეგ ამბროსიო ჰილმა და მისმა ოჯახმა შეძლეს და 1931 წელს ჰილი გახდა პირველი რესტორანი მთელს შვეიცარიაში.