"როდესაც სკოლიდან ვბრუნდები და ქუჩაში სასწრაფოს ვხედავ ისე მგონია, რომ შეიძლება დედაჩემი ცოცხალი არ დამხვდეს" - ეს სიტყვები 11 წლის რამაზს ეკუთვნის, რომელიც დედის სავალალო მდგომარეობას ძალიან განიცდის. რამაზის დედის, მაიას ოჯახი 10 წლის წინ დაინგრა. 5 თვის ორსული იყო, როცა მეუღლემ სახლიდან გამოაგდო.ღია ცის ქვეშ დარჩენილმა მარტოხელა დედამ მუშაობა დამლაგებლად დაიწყო და ორ შვილთან ერთად ცხოვრება ქირით განაგრძო, სამსულიანი ოჯახი თავს გაჭირვებით ირჩენდა,თუმცა სუბიექტურმა და ობიექტურმა მიზეზებმა თავი ისევ იჩინა და რამაზი სულ პატარა იყო,როცა ოჯახი კვლავ ქუჩაში აღმოჩნდა.შაქრიანი დიაბეტი და ქრონიკული ასთმა, ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მაიას აქვს.ნერვიულობამ, გამუდმებულმა შიშმა და ცხოვრების გაუსაძლისმა პირობებმა მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაამძიმა და დღეს უკვე მეორე ჯგუფის ინვალიდია.დედის შემყურე პატარა რამაზი ტირის და ნერვიულობისგან ისიც ცუდად,მოზარდსაც ასთმა აწუხებს. ნაცნობების მიერ გამოყოფილ არც მეტი არც ნაკლები 6 კვ. მეტრის საცხოვრებელ ფართში 10 წელზე მეტია ცხოვრებენ,ამ პატარა სივრცეში საშინელი პირობები და სივიწროვეა,თუმცა ქუჩაში ღამის გათენებას ისევ აქ გაჩერებას ამჯობინებენ. 11 წელია მთაწმინდის გამგეობას დახმარებას სთხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ოჯახს წელიწადში ორჯერ ეხმარებიან წამლების საყიდლად.ეს თანხა ჯერ 150 ლარი იყო, თუმცა შემდეგ 100 ლარი გახდა.