ევროპული საქართველოს“ რუსთავის და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი რუსთავში, „ინტერნატის“ დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა, რომელთაც ავარიული და გაუფორმებელი საცხოვრებელი ბინების პრობლემა აწუხებთ. ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ არაერთგზის დაპირების მიუხედავად, საცხოვრებელი ბინები არ დაუკანონდათ.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ეს ადგილი ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, თუ რატომ უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.