საქალაქო სასამართლოშო ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდების მოწმის, პატრულ-ინსპექტორის გიორგი ჭანტურიას დაკითხვა ხმაურის ფონზე წარიმართა. რობაქიძის დედას და ბრალდებულ გურამ დონაძის შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.ია მეტრეველის უკმაყოფილება ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას კითხვას მოჰყვა. ფირცხალავამ მოწმე გიორგი ჭანტურიას ჰკითხა, 2006 წელს სასმართლოში ფიცის ქვეშ მისცა თუ არა ცრუ ჩვენება. რაზეც მეტრეველმა თქვა, რომ მაშინ რეჟიმი იყო და მოუწია ამის გაკეთება. გურამ დონაძის განმარტებით, კი ახლა უარესი რეჟიმია. რასაც სიტყვიერი კამათი მოჰყვა.“ახლა, რომ რეჟიმი იყოს ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ”, – მიმართა მეტრეველმა დონაძეს. თავად საქმის მოწმე ჭანტურია კი ამბობს რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს."გასროლის ხმა გავიგე, ბაშალეიშვილს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მიპასუხა - არ ვიცი, იარაღი გამივარდაო. როცა რობაქიძე დავარდა, იქ იარაღი არ დამინახავს. მე იარაღი უკვე დადებული ვნახე", - განაცხადა ჭანტურიამ. მისი თქმით, 2004 წელს საპატრულო პოლიციის თბილისის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ უთხრა, რომ რასაც ისინი უკარნახებდნენ, ჩვენებაში ის დაეწერა. შემთხვევიდან 13 წლის შემდეგ გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ მაშინდელმა მაღალჩნოსნებმა ცრუ ჩვენება მუქარის შედეგად მიაცემინეს.