თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. მამუკა ახვლედიანს მოსამართლის თანდასწრებით, მასა და ნიკა გვარამიას შორის გამართული შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერის საქმეზე ჰკითხავენ. როგორც გამოკითხვაზე შესვლამდე მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, მას მიაჩნია, რომ ფარული აუდიოჩანაწერი მონტაჟია და მისი საუბარი სხვადასხვა პირებთან წარმოებული დიალოგიდან არის ამოკრებილი.
იხილეთ:"ეს არის სიბეცე და უცოდინრობა" - რას აცხადებს ნიკა გვარამია 2-საათიანი დაკითხვის შემდეგ