როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, ესენი თითს მიქნევდნენ, ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო - თეა წულუკიანი - Palitra News

როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, ესენი თითს მიქნევდნენ, ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო - თეა წულუკიანი

2021-06-21 12:25:51+04:00

რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება. სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება. ჯერ თეატრს ოფიციალური კომენტარი საკითხზე არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტზე უკვე ისაუბრა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. როგორც წულუკიანი ამბობს ის თეატრების საქმიანობაში არ ერევა და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია.