როცა ისინი წითელ ხიდზე გარბოდნენ, ჩვენ, ჩვენი ფოტოებით მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ საქართველოში ომია - ამ განცხადებით ეხმაურება გია აბდალაძე ფოტოგრაფების საქმეს და აუენებს მოთხოვნას, რომ ყველა დამკვეთმა აგოს პასუხი. ფოტოგრაფის ვარაუდით, დამკვეთები სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი იყვნენ. მისივე თქმით, ფოტოგრაფებმა საკუთარი საქმით არაერთხელ დაამტკიცეს სამშობლოს სიყვარული. პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. ამავდროულად, პროკურატურა ფოტოგრაფების მიმართ სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.