ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკებები შედეგად, როდესაც გერმანია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საერთაშორისო საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გერმანია ფრენებს აღადგენს.
როგორც ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით, ევროკავშირს საერთაშორისო მოგზაურების რეგულირების საკითხი არ აქვს შემუშავებული.