ეკონომიკური კონფერენცია - "საქართველო და მსოფლიო 2020" ბრიტანული ჟურნალის - თHE EჩONOMIშთ-ის წლიური გამოცემის, "მსოფლიო 2020 წელს" ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა.
წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.