"როცა გაყოფილია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო რიკოთის უღელტეხილით, ეკონომიკურად ერთი ქვეყანა არასდროს გვქონია" - ფინანსთა მინისტრი - Palitra News

"როცა გაყოფილია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო რიკოთის უღელტეხილით, ეკონომიკურად ერთი ქვეყანა არასდროს გვქონია" - ფინანსთა მინისტრი

2020-02-26 14:03:03+04:00

ეკონომიკური კონფერენცია - "საქართველო და მსოფლიო 2020" ბრიტანული ჟურნალის - თHE EჩONOMIშთ-ის წლიური გამოცემის, "მსოფლიო 2020 წელს" ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა.

წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.