"როსტურიზმის” ხელმძღვანელმა ოლეგ საფონოვმა რუს ტურისტებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული "რისკებისა და საფრთხეების შესახებ" აფრთხილებს. მისი განცხადებით, ამ ქვეყანაში ჩასვლისას ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. როგორც საფონოვი აცხადებს, საქართველოში მოქმედებს რამდენიმე კანონი, რომლებიც პოტენციურად რუს ტურისტებს უქმნის საფრთხეს.