საქართველოდან ექსპორტირებული 19 ტონა ატამი და ვაშლატამა რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ИА REGNUM-ს დაღესტნის რესპუბლიკაში „როსსელხოზნადზორის“ პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე განცხადებით, მოსავალში აღმოჩენილი იყო მწერები, რომელთაც პროდუქტის 90%-ის განადგურება შეუძლიათ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაბინძურებული პროდუქტების იმპორტირება ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციის საკარანტინო კანონმდებლობის შესაბამისად, აკრძალულია. ამასთან, ტვირთის მფლობელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლბა დაეკისრება.