ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს ჟესტზე გადაწყვეტილებას უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი 21 მარტს მიიღებს. ორგანიზაციის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რონალდოს მიმართ საქმე უეფას დისციპლინარული წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" და "დ" ქვეპუნქტების მიხედვით აღიძრა.შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსის" პირველი მატჩის დროს ანალოგიური ჟესტის დემონსტრირებისთვის უეფამ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე 20 000 ევროთი დააჯარიმა.