ერთა ლიგის ნახევარფინალში, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა, პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარია 3-1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.პორტუგალიის ნაკრებში "ბენფიკას" ახალგაზრდა თავდამსხმელის ჟოაო ფელიშის დებიუტი შედგა, რომელიც მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და კრიშტიანუ რონალდოს შეუწყვილა.ნაკრებში დაბრუნებულმა რონალდომ ანგარიში საჯარიმო დარტმყმით გახსნადა 1 ტაიმის ანგარიში დააფიქსირა.. ჯარიმიდან გოლი პორტუგალიელს თითქმის 1 წლის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი. შესვენების შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც როდრიგესმა გამოიყენა. ეს პენალტი მეტად საინტერესო აღმოჩნდა, არბიტრმა თამაშის გაჩერება და ვიდეორეფერიზე გადამოწმება ვერ შეძლო, ამასობაში პორტუგალიამ შეუტია და 11 მეტრიანი დაინიშნა, თუმცა გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მასპინძლებმა თამაშის წესი იქამდე დაარღვიეს და მეკარის პირისპირ შვეიცაელი ფეხბურთელი აღმოჩნდა. მიუხედავად გაშვებული გოლისა, რონალდომ საკუთარი გუნდი მომდევნო ეტაპზე კიდევ 2 გტანაილი გოლით გაიყვანა.