13:05
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
რონალდინიოს პატიმრობის ვადა განუსაზღვრეს
10-03-2020

პარაგვაის სასამართლომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ რონალდინიოსა და მის ძმას ყალბი პასპორტების გამოყენების გამო 6-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის მოთხოვნით, ეჭვმიტანილები ორი მიზეზით უნდა დარჩენილიყვნენ პატიმრობაში. პირველი გახლავთ ის, რომ რონალდინიო ძმასთან ერთად, შესაძლოა, მიმალულიყო და მეორე ის, რომ ბრაზილია საკუთარი მოქალაქეების ექსტრადირებაზე ყოველთვის უარს აცხადებს.

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ რონალდინიოს ძმას, რობერტო დე ასსიშს გული პრობლემები აწუხებს და სამედიცინო დახმარება სამშობლოში უნდა მიეღო. თუმცა, მხარემ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები ვერ წარმოადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები