თანამედროვეობის ერთ ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები პარი სენ-ჟერმენში, ბარსელონასა და მილანში აქვს გატარებული, მომღერალ ჟორჟე ვერსილოსთან ერთად სიმღერა ჩაწერა, რომელშიც ბრაზილიაში კორუფციას აპროტესტებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ რონალდინიოს მოწინააღმდეგეები საკუთარ ქვეყანაშიც გამოიჩნდნენ. ფეხბურთელი ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მხარდაჭერას ღიად უცხადებდა, რამაც გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილება გამოიწვია.