პარაგვაის პროკურორის გადაწყვეტილებით, ბრაზილიელი ლეგენდა, რონალდინიო დააკავეს. მიზეზი საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენება გახლდათ.
ამჟამად ვეტერანმა ბრაზილიელმა პარაგვაის დედალაქაქ ასუნსიონის პოლიციის მთავარი განყოფილება დატოვა და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გადაინაცვლა, სადაც ძმასთან ერთად იმყოფება.
ასუნსიონის პოლიციის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ავთენტური საბუთები იყო, თუმცა "ვიღაცამ" მასში პირადი მონაცემები შეცვალა. პროკურატურის ცნობით გამოძიება ისევ გრძელდება და დადგინდება, თუ რა გახდა ყალბი საბუთების გამოყენების მიზეზი.