რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს ამიერიდან თითო ჩაბარებულ პლასტიკის ბოთლზე ხუთი ცენტი დაერიცხებათ სამგზავროდ. ამისთვის კი საჭიროა პლასტიკის ბოთლები მიიტანონ მეტროს სადგურებთან და სპეციალურ მოწყობილობაში მოათავსონ. თითოეულ ბოთლზე ავტომატი მათ სამგზავრო ბარათზე 5 ცენტს დაურიცხავს. ამ ოპერაციის განსახორციელებლად კი საჭიროა, MyCicero-ს ან Tabnet-ის აპლიკაციები ჰქონდეთ გადმოწერილი, რის შემდეგაც სმარტფონის ავტომატზე შეხების შემთხვევაში, ფული მათ ბარათზე დაირიცხება.
აღნიშნული ავტომატები სატესტო რეჟიმში რომის სამ სადგურში დგას. აღნიშნულ სისტემას რომაელები ოპტიმისტურად შეხვდნენ და ფიქრობენ, რომ ის გაამართლებს. ამასთან, მათი აზრით, მხოლოდ სამი ავტომატი არ კმარა და მასზე მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება.