რომის ცენტრში ფოსტის შენობის წინ აფეთქება მოხდა, ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. სააგენტო ანსას ცნობით, დაზიანდა ერთი ავტომობილი, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ტელეკომპანია რაი კი, რამდენიმე დაშავებულის შესახებ იუწყება.