რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში არსებულ კორუფციაზე საუბრობს.
"აშკარაა, რომ იქ კორუფციაა. გამოძიება გვაჩვენებს დამნაშავეები არიან თუ არა ისინი. საშინელებაა, რომ ეს ხდება ვატიკანში", - განაცხადა რომის პაპმა.
"დოიჩე ველეს" ცნობით, ეს პირველი შემთხვეაა, როდესაც პონტიფიკოსი ვატიკანში არსებულ ფინანსურ მაქინაციებზე საუბრობს. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, რომ დადგინდეს პაპის საქველმოქმედო ფონდის მიერ ლონდონის ცენტრში შეძენილი ძვირად ღირებული ქონება წარმოადგენს თუ არა თაღლითურ სქემას.
"რაც მოხდა, მოხდა. ეს სკანდალია. მათი საქმეები სუფთა არ ჩანს", - განაცხადა რომის პაპმა.
შეგახსენებთ, ამდრომდე პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ მსგავსი შენაძენი აუცილებლად არ ნიშნავს რომ საქველმოქმედო ფონსი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.