ვატიკანი არ არის ცოდვაზე აცრილი, ნებისმიერი შეიძლება ცოდვილი გახდეს, მღვდელმსახური, მონაზონი და საერო ადამიანი, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკმა ესპანურ ტელეარხ Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი არ არის მოკლებული უკიდურესობებს, ცოდვებსა და სამარცხვინო საქციელს, ისევე, როგორც ნებისმიერი საზოგადოება. საუბარია ცალკე აღებული ადამიანის დაცემაზე. თუმცა, საჭიროა მუშაობა და ამის გაწმენდა", - განაცხადა რომის პაპმა. იგი პედოფილიის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეკლესიის ეს უბედურება დაამარცხოს.