რომის პაპი ფრანცისკე მხარს უჭერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების უფლების დროებით გაუქმებას და ამ გზით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინებზე წვდომის უზრუნველყოფას. „ამ ვირუსის ერთი ვარიანტია ჩაკეტილი ნაციონალიზმი, რაც ხელს უშლის, მაგალითად, ვაქცინების ინტერნაციონალიზმს. კიდევ ერთი ვარიანტია, როდესაც ჩვენ ბაზრის ან ინტელექტუალური საკუთრების კანონებს სიყვარულისა და კაცობრიობის ჯანმრთელობის კანონებზე მაღლა ვაყენებთ“, - განაცხადა პაპმა.