რომის პაპი მოსახლეობას მოუწოდებს სადილის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების ნაცვლად ერთმანეთს ესაუბრონ. პონტიფიკოსმა მრევლს იეროს და მისი მშობლების მაგალითი მოუყვანა, თუ როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან.
"იოსები, მარიამი და იესო ერთად ლოცულობდნენ, მუშაობდნენ და ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. მე ვეკითხები საკუთარ თავს, თქვენ თქვენს ოჯახებში როგორი ურთიერთობა გაქვთ და ხართ თუ არა იმ ბავშვებივით სუფრასთან, სადაც ყველა მობილურ ტელეფონშია და სადაც კომუნიკაცია ერთმანეთთან არაა", - განაცხადა რომის პაპმა პრანცისკემ.