რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ უკვირს, რატომ ამბობენ უარს ადამიანები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე. „ეს ცოტა უცნაურია, რადგან კაცობრიობას აქვს ვაქცინებთან მეგობრობის ისტორია. ბავშვობაში ვიცრებოდით წითელას წინააღმდეგ, პოლიოს წინააღმდეგ. ყველა ბავშვს ცრიდნენ და არავინ არაფერს ამბობდა,“- განაცხადა რომის პაპმა. ცნობისათვის, რომის პაპი, რომელიც თავად კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინირებულია, საზოგადოებას აცრის გაკეთებისკენ ხშირად მოუწოდებს