რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსის კრიზისის ფონზე, ყურადღება ღარიბი მოსახლეობის დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს კრიზისი ყველას შეეხო და ახლა ერთობის დროა.
"ეს კრიზისი ჩვენ ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებს. ჩვენ ან ვიქნებით თანმიმდევრულნი ჩვენს მრწამსში, ან ყველაფერს დავკარგავთ. ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ. უფალმა თქვა, ის, ვინც ღარიბებს მუდამ დაეხმარება, ის მართალი იქნება. ისინი ჩვენი რეალობის ნაწილნი არიან და ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ, ღარიბებს თითქოს ვერ ვხედავთ. ღარიბთა დანახვა ნიშნავს, რომ მათი ადამიანური ცხოვრება აღადგინო. ისინი ნივთები არ არიან, ისინი ნაგავი არ არიან, ისინი ადამიანები არიან. ჩვენ მათ ხშირად ისე ვექცევით, როგორც გადარჩენილ ცხოველებს. არ შეიძლება მარტო ნაწილობრივი კეთილდღეობის პოლიტიკა გქონდეს. ახლა სწორედ ის დროა, რომ მათთვის მიწის ქვეშ ჩახვიდე", - აღნიშნა კატოლიკური სამყაროს წინამძღოლმა The Tablet-თან ინტერვიუში.
პაპმა ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და ესპანური გამოთქმა გაიხსენა.
"ესპანურში ასეთი გამოთქმა არსებობს, ღმერთი ყოველთვის გაპატიებს, ადამიანებიც ხანდახან გაპატიებენ, მაგრამ ბუნება არასდროს გაპატიებს. ჩვენ პასუხი არ გავეცით იმ კატასტროფებზე, რომელიც მოხდა. არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია", - აღნიშნა პაპმა.