რომის პაპი ფრანცისკე ოთხდღიანი ვიზიტით ერაყში მიემგზავრება. თვითმფრინავი, რომელშიც პაპთან ერთად მისი გარემოცვა, დაცვა და 75-მდე ჟურნალისტი იმყოფება, რომის ლეონარდო და ვინჩის აეროპორტიდან გაფრინდა.
84 წლის პაპი ერაყის ოთხ ქალაქს ესტუმრება, მათ შორის მოსულს. ვიზიტის დროს ის ასევე შეხვდება ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, აიათოლა ალი ალ სისტანს. გამგზავრებამდე რომის პაპი ერაყიდან ლტოლვილ 12 პირს შეხვდა, რომლებიც იტალიაში ცხოვრობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლებამ პაპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უსაფრთხოების ძალების ათასობით დამატებითი თანამშრომლის მობილიზაცია განახორციელა.