რომის პაპი ფრანცისკე ოთხდღიანი ვიზიტით ერაყში ჩავიდა. რომის პაპს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-ქადიმი. პაპთან ერთად ერაყში იმყოფება მისი გარემოცვა, დაცვა და 75-მდე ჟურნალისტი.
84 წლის პაპი ერაყის ოთხ ქალაქს ესტუმრება, მათ შორის მოსულს. ვიზიტის დროს ის ასევე შეხვდება ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, აიათოლა ალი ალ სისტანს. პაპი მესას აღავლენს ბაღდადის ეკლესიაში. გამგზავრებამდე რომის პაპი ერაყიდან ლტოლვილ 12 პირს შეხვდა, რომლებიც იტალიაში ცხოვრობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლებამ პაპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უსაფრთხოების ძალების ათასობით დამატებითი თანამშრომლის მობილიზაცია განახორციელა.
ამ ვიზიტით რომის პაპს სურს ომებით დაზარალებულ ქვეყანაში ქრისტიანულ საზოგადოებას სოლიდარობა გამოუცხადოს. 2019 წლის ნოემბრის შემდეგ ეს პაპის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.