რომის პაპი ბულგარელებს მოუწოდებს ღია გულებით და კარებით დახვდნენ ლტოლვილებს. პონტიფიკოსი ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყნაში 5 მაისს ჩავიდა. მას აეროპორტში ბულგარეთის პრემიერი ბოიკო ბორისოვი დახვდა.
პაპი დედაქალაქ სოფიასთან ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკს ეწვია, ბანაკში იგი დაახლოებით 50 ლტოლვილსა და მის შვილებს შეხვდა, რომლებსაც კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია დაეხმარა. აღნიშნულ ლოტლვილთა ბანაკში სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან ჩასული მიგრანტები იმყოფებიან. რომის პაპი აღმოსავლეთ ევროპაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, იგი აპირებვს ჩრდილოეთ მაკედონიასაც ეწვიოს.
"მე დიდი პატივისცემით გთავაზობთ რომ არ დახუჭოთ თვალები და არ დახუროთ გულები მათთვის, ვინც კარზე მოგიკაკუნებთ, როგორც ეს თქვენს საუკეთესო ტრადიციებს შეესაბამება" - განაცხადა რომის პაპმა