რომის პაპ ფრანცისკეს 80 წელი შეუსრულდა. პაპს დაბადების დღე კარდინალებმა მესის დროს მიულოცეს. ლოცვის დასრულების შემდეგ კი ფრანცისკემ მათ მადლობა გადაუხადა და აღიარა, რომ სიბერის ეშინია და მორწმუნეებს სთხოვა, მისთვის ილოცონ. ოფიციალურმა ვატიკანმა პაპის დაბადების დღესთან დაკავშირებით 7 სხვადასხვა ელექტრონული ფოსტა შექმნა, სადაც მსურველებს მისალოცი წერილების გაგზავნა შეუძლიათ.