საქართველოში ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საქმიანობის სფერო შეიცვალა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, შპს (შეპესე) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტზე“ , რომელსაც სებ-მა თანხმობა მისცა საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ „იმერკრედიტს“ რეგისტრაცია მიმდინარე წლის ზაფხულში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის 26 ივნისის განკარგულებით გაუუქმდა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.