ტურისტული კომპანია Hostelworld-ის გამოკითხვის თანახმად საუკეთესო ღამის ქალაქად ჰამბურგი დასახელდა. გამოკითხვის თანახმად, ჰამბურგი პირველ ადგილზეა ტურისტებისადმი კეთილგანწყობის მხრივ, ასევე საუკეთესო ადგილია ახალი ნაცნობობისთვის და ხელმისაწვდომია მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო.საუკეთესო ღამის ქალაქების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა კოპენჰაგენი, რომელიც გამოკითხვის მონაწილეებმა უსაფრთხოებისა და ღამის ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით გამოარჩიეს; მას მოსდევს ბერლინი, მეოთხე პოზიციაზეა - დუბლინი; მეხუთე ადგილს კი ამსტერდამი იკავებს.საუკეთესო ღამის ქალაქებში მოხვდა ასევე: სან-ფრანცისკო, გიოტენბურგი, პრაღა, ვარშავა და ნიუ-იორკი.