ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიან 366 თბილისში დაფიქსირდა, ხოლო აჭარაში ინფიცირებულია 286 ადამიანი. როგორც მან ჟურნალისტებს განუხადა, ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების სერიოზული მატება დაფიქსირდა.
"განაწილებით თბილისში უკვე საკმაოდ ბევრია-366 ახალი შემთხვევაა, აჭარაში მოიმატა და 286-ია დღეს, გუშინ იყო 189. იმერეთში ოდნავ შემცირდა- 104-ია, გუშინ იყო 150. სამეგრელო ზემო-სვანეთშიც მოიმატა, გუშინ 3 იყო და დღეს 57 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ქვემო ქართლში გახლავთ 44, შიდა ქართლში 21 ახალი დადასტურებული შემთხვევა, კახეთსა და გურიაში გახლავთ 13-13, მცხეთა-მთიანეთში 11, სამცხე ჯავახეთში არის 3 და რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში 1 შემთხვევა“,-განაცხადა ენდელაძემ.