ECA International-მა (ი-სი-ეი ინტერნეშნლ) იმ ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირია. ორგანიზაცია ქალაქების რეიტინგს საცხოვრებელი ფასების მიხედვით ადგენს და სურსათის ფასებს, ტანსაცმელზე დანახარჯებს, დასვენებაზე გასაწევ ხარჯებსა და სხვადასხვა მიმართულებებს იკვლევს.
წლევანდელი რეიტინგის ლიდერი ანუ საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი ვენესუელას დედაქალაქი კარაკასი გახდა. მას მოსდევს ციურიხი, მე-3 ადგილზე ჟენევაა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ბაზელი და ბერნი ინაწილებენ. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეულში მოხვდა ასევე: ლუანდა, ტოკიო, სეული, ოსლო და შანხაი.