13:09
24 სექტემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
რომელია პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მოწევა აკრძალა
27-04-2016
ბუტანი აზიაში მდებარე ინდოეთის და ჩინეთის მოსაზღვრე ქვეყანაა. ჰიმალაის მთებთან მდებარე ეს სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული სახელმწიფოა მსოფლიოში. სწორედ ეს ქვეყანა გახდა პირველი, რომელმაც 2010 წლის თამბაქოს აქტის მიხედვით, მოწევა და თამბაქოს გაყიდვა აკრძალა. კანონი კრძალავს თამბაქოს მოყვანას, წარმოებას, მიწოდებას და დისტრიბუციას ქვეყანაში.

თამბაქოს აქტში აღნიშნულია, რომ თამბაქო სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას. ეს კი ადამიანების ბედნიერებაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ფიზიკური ჯანმრთელობაა ქვეყანაში მოსახლეობის ბედნიერების დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.

წაიკითხეთ ვრცლად allnews.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები