გამოცემა TheCEOmagazine Skytrax-ი მსოფლიოს საუკეთესო პირველი კლასის ავიაკომპანიების შესახებ კვლევას აქვეყნებს. 2019 წლის კვლევის მიხედვით, რეიტინგში პირველ ადგილს Singapore Airlines-ი იკავებს, რომლის მთავარი უპირატესობა მაქსიმალურად დიდი სივრცე, კომფორტული სავარძლები და ცნობილი მზარეულების მიერ მომზადებული საკვები წარმოადგენს.
მას მოსდევს გერმანული კომპანია Lufthansa, რომელიც მგზავრებს სპეციალურად დაქირავებული ლიმუზინი და პირადი ასისტენტი ემსახურება.
მესამე ადგილზე კი ავიაკომპანია Air France გავიდა. აღნიშნული კომპანია ფრენისას მგზავრებს პარიზის ცნობილი რესტორნების საკვებით უმასპინძლდება.