მსოფლიოში, საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქის სტატუსს, CNN - ის მონაცემით, თელ-ავივი იკავებს. თუმცა საინტერესოა, რომელ ქალაქებში ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ქირის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საკვების, სასმელის პირადი ნივთებისა და სხვა გადასახადებს.
Time out index-ის უახლესი მონაცემებით ირკვევა, თუ რომელ ქალაქებშია შესაძლებელი 2022 წელს შედარებით დიდი ხარჯების გარეშე ცხოვრება.
ჩამონათვალში მოხვდნენ ისეთი ქალაქებიც, როგორიცაა რომი, სანკ-პეტერბურგი, პრაღა, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მაღალ ფასებთან დაკავშირებით დისკოფორტს არ გრძნობენ და ცხოვრება საკმაოდ იაფია.
კერძოდ, Top-10 ქალაქის ჩამონათვალი, სადაც ცხოვრება შედარებით იაფია, ასე გამოიყურება: მანჩესტერი, იოჰანესბურგი, ბუდაპეშტი, მონრეალი, სანკტ-პეტერბურგი, პრაღა, პორტო, რომი, მეხიკო და ბანგკოკი.