ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე ოფიციალურად ჰყავს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ლეგენდარული ამერიკელი დიზაინერის რალფ ლორენის კოსტუმით გამოჩნდა, აშშ-ის პირველმა ფერადკანიანმა ვიცე-პრეზიდენტმა ქალმა იისფერი შირლი ჩისჰოლმის საპატივსაცემოდ შეარჩია.
ჩისჰოლმი ამერიკის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი ქალი გახლდათ, რომელიც 1972 წელს კონგრესში პირველად წარდგა, მისი კამპანიის ფერი კი იისფერი იყო, სამოსი ახალგაზრდა ამერიკელმა დიზაინერმა ქრისტოფერ ჯონ როჯერსმა შემქნა . 77 წლის ჯო ბაიდენს რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავების უპრეცენდენტო მხარდაჭერა მოიპოვა, არა ერთმა მათგანმა პირველად მიიღი არჩევნებში მონაწილეობა რომ ბაიდენისთვის ხმა მიეცათ .
ინაუგურაციაზე ლედი გაგამ ამერიკის ჰიმნი შეასრულა.
ინაუგურაციაზე ლედი გაგამ ამერიკის ჰიმნი შეასრულა. მომღერალს მკერდზე მშვიდობის სიმბოლო, მტრედის ოქროსფერი გულსაბნევი ჰქონდა დამაგრებული და ოქროს მიკროფონი ეჭირა. მას აკომპანიმენტს უწევდა ამერიკის საზღვაო ფლოტის მუსიკალური გუნდი. ოსკარის და გრემის მფლობელმა მუსიკოსს დიზაინერ დენიელ როუზბერი მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
ჯენიფერ ლოპესმა This Land is Your Land და America the Beautiful-ის მეშაპი შეასრულა.
ასევე შემსრულებელთა შორის ვიხილეთ ჯენიფერ ლოპესი რომელიც შანელის სამოსი ამშვენებდა, მან This Land is Your Land და America the Beautiful-ის მეშაპი შეასრულა. ლათინოამერიკელი ხელოვანის ნომერი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ფიცის დადებას მოჰყვა. ჯეილომ სიმღერის დროს ესპანურად წაიღიღინა რაც ნიშნავდა: "ერთიანი ერი, თავისუფლებით, თანასწორობითა და სამართალით", ბოლოს კი თავისი ჰიტის, Let's Get Loud-ის შეძახილით დაასრულა.
ამერიკის ისტორიაში პირველი ქალბატონების ჩაცმულობა
რაც შეეხება პირველ ლედის ჯილ ბაიდენსს სახელგანთქმული დიზაინერის ნაცვლად ნაკლებად ცნობილი დიზაინერის, Alexsandra O’neill-ის შექმნილ კოსტუმში გამოჩნდა.
ცერემონისს ტრადიციაა ყველა მნიშვნელოვან ფიგურას ამერიკელი დიზაინერის სამოსი ეცვას, რომელიც შესრულდა, გადავხედოთ როგორ გამოიყურებოდნენ წინა მორბედნი პირველი ქალბატონები ინაუგურაციის ცერემონიებზე .
მელანია ტრამპი, 2017 წელი. პირველ ლედის Ralph Lauren-ის ცისფერი კაბა და მოსასხამი ემოსა. მან იმავე ფერსის ფეხსაცმელი და ხელთათმანი შეუხამა. მაშინ მელანიას ჩაცმულობა ჯეკი კენედის სამოსს შეადარეს, მელანიას არც კი დაუმალავს რომ მისი იდეალი სწორედ ის იყო.
მიშელ ობამა, 2013 წელი. პირველ ლედის Thom Browne-ის მანტო ემოსა.საზოგადოება ერთხმად აღიარებს რომ ყველაზე გემოვნებიანი პირველი ლედი სწორედ მიშელი იყო,
საღამოს გამართულ ღონისძიებაზე კი ჯეისონ ვუს წითელი კაბა ამშვენებდა, რომელსაც ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი მოარგო, 2009 წელს გამართულ ღონისძიებაზეც პირველი ცეკვის კაბა მიშელმა ჯეისონ ვუს შიფონის კაბა მოირგო.
ლორა ბუში, 2005 წელი. პირველი ლედი სრულიად ოსკარ დე ლა რენტას თეთრ სამოსში ვიხილთ
ჰილარი კლინტონი, 1997 წელი. პირველი ლედი სრულიად ვარდისფერ სამოსში გამოჩნდა
ნენსი რეიგანი, 1981 წელი. პირველი ლედი ინაუგურაციაზე წითელ კაბაში, მასიური ოქროსფერი ღილებიანი კაბის გამოჩნდა.
ჟაკლინ კენედი, 1961 წელი. აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი პირველი ლედი ინაუგურაციის ცერემონიაზე.
მომდევნო 4 წლის განმავლობასი მსოფლიო მოდი სახლები და კრიტიკოსები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, პირველი ლედის ჯილ ბაიდენის ჩაცმულობა და რომელ დიზაინერზე გააკეთებს არჩევანს კამალა ჰარისი. ამ შემთხვევაში ტრადიციულად უპირატესობა ამერიკელ დიზაინერებს მიენიჭებათ.