18:07
17 ივნისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რომელი შეზღუდვები მოიხსნება 13 მაისიდან? - მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია
11-05-2021

13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.

AutoPlay
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1587ლარი გახდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რუსეთისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა სიუნიკისა და გეგარკუნიკის პროვინციების სასაზღვრო რაიონებში რუსი მესაზღვრეების განლაგების საკითხი განიხილეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
რომან გოცირიძის მოსაზრებით, სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს და ახალი სხვა ხელისუფლების პირობებში აშენდეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ამნისტიის „ქართული ოცნებისეული“ ინტერპრეტირება, არის სრული მავნებლობა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტში ელიტური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
დონალდ ტრამპი ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე- ძალიან დიდი სცენა დავუთმეთ რუსეთს და თავად არაფერი მიგვიღია
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები