გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) სურსათის ფასების ინდექსი, აპრილში, რძისა და ხორცპროდუქტების ფასების ცვლილების ხარჯზე გაიზარდა და 170 ერთეული ქულა შეადგინა, რითაც ამ წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, მარტთან შედარებით, აპრილში ფასების ინდექსი 1.5%-ითაა მომატებული, თუმცა, ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულთან შედარებით 2.3%-ით ნაკლებია.ფასების ზრდა შეეხო სამომხმარებლო კალათის თითქმის ყველა პროდუქტს, გარდა მარცვლეულისა, რაც განპირობებული იყო მარცვლოვანი კულტურების კარგი მარაგებით, რის გამოც აღნიშნულ კულტურებზე ფასები 2.8-ით შემცირდა.ცნობისთვის, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის - რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.