დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 48 290 PCR კვლევაა ჩატარებული. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაძაბული ვითარება ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში - ბოლნისში, თეთრიწყაროსა და მარნეულში იყო. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ სამ მუნიციპალიტეტზე ინფიცირებულთა 36% მოდის.
ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ცხელ წერტილად რჩება ერთი რეგიონის ორი სოფელი - მუშევანი და გეტა, სადაც სერიოზული კვლევები მიმდინარეობს.
მისი ინფორმაციით, სოფელი მუშევანი და გეტა დარჩება ჩაკეტილი ანუ იმ დრომდე ვიდრე ყველა ადამიანის გამოკვლევა და იდენტიფიცირება არ მოხდება.