06:44
22 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რომელი ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს 2019 წელს ყველაზე ხშირად საქართველოდან - 104 ადამიანიდან 2 რუსეთის მოქალაქეა
14-02-2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2019 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, გასული წლის განმავლობაში უცხოელის საქართველოდან გაძევების 104 შემთხვევა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 32 პირი, ვინც საქართველოდან გააძევეს, აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, 11-11 პირი - თურქეთისა და ირანის მოქალაქეები; 8 - ინდოეთის, 7 - ნიგერიის, 6 - ერაყის, 5 - ეგვიპტის, 4 - მაროკოს, 3 - სომხეთის; ხოლო 2-2 ანგოლისა და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

თითო-თითო  კი, სხვა ქვეყნის მოქალაქეების გაძევების  შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყნებია - ეთიოპია, კოტ-დიუარი, ბანგლადეში, კონგო, ნეპალი, პაკისტანი, ჰაიტი, კანადა, კენია, უზბეკეთი, უკრაინა, ბულგარეთი და გამბია.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 50 გაძევებული პირი 26-40 წლამდე იყო; 23 - 18 წლამდე; 16 გაძევებული პირი - 41-დან 65 წლამდე, ხოლო 15 ადამიანი - 18-დან -25-მდე ასაკის იყვნენ.

AutoPlay
აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
Apple-ს კორონავირუსის გამო წარმოება ჩინეთიდან ტაივანში გადააქვს
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
ფეროშენადნობი, ფქვილი, ხორცი და სხვა - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
კორონავირუსის გამო, ოქროს ფასი ისევ იზრდება - რა ღირს დღეის მონაცემებით ერთი გრამი ოქრო საქართველოში?
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
2024 წლიდან ახალაშენებულ და რეკონსტრუქციაჩატარებულ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები