01:21
17 ოქტომბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს
01-09-2021

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 631.4 ათასი ტონა, რაც 23.1 ათასი ტონით ანუ 3.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (608.3 ათასი ტონა) შედარებით და 50,1 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველო საწვავს ყიდულობს: თურქმენეთიდან - 143,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 131 ათასი ტონა; რუსეთი - 123,4 ათასი ტონა; აზერბაიჯანი - 114,3 ათასი ტონა; ბულგარეთი - 92,0 ათასი ტონა; საბერძნეთი - 13,9 ათასი ტონა; თურქეთი - 8,7 ათასი ტონა; ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა და სხვ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები