2018 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3 მილიონ 666 ათას 100 სტუმარს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 8.4 %-ით აღემატება.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სტუმართა 71.3 %-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 19.7% რუსეთის ფედერაციის მოქალაქები იყვნენ, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 29.4 %-ით აღემატება.
რაც შეეხება უცხოელების საქართველოში ვიზიტის ძირითად მიზეზებს, 2018 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს 77.7 % რეკრეაციისა და დასვენების მიზნით სტუმრობდნენ; 11,2% საქმიანი და პროფესიული ვიზიტით იმყოფებოდა, 0,7 % - მკურნალობისთვის, 10,4% კი სხვა მიზნებისთვის.