თბილისის საინვესტიციო პოტენციალის კვლევის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა. კერძოდ, მერიის მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „დელოიტი და ტუშმა“ გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, კომპანია დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლის მიზნით, 171 ათას 100 ლარს მიიღებს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კვლევის მიზანია, თბილისში არსებული და ახალი სამიზნე ეკონომიკური სექტორების/საქმიანობების საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა. კვლევის შედეგად უნდა გამოვლინდეს იმ სექტორების ჩამონათვალი, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტისათვის გააჩნია საინვესტიციო მიმზიდველობა და შესაბამისად, მოხდება ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება.2017 წლის მონაცემებით, „დელოიტის“ საქართველოს ოფისში 78 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო კომპანიის შემოსავლებმა 4 მილიონ 855 ათას 473 ლარი შეადგინა.