00:58
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რომელი ხილი და ბოსტნეული გაძვირდა ყველაზე მეტად?
28-04-2017

2006-2015 წლებში საკვები პროდუქტების ფასები უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ბოსტნეულის და მრავალწლიანი კულტურების ფასები. ორგანიზაცია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, მოცემულ პერიოდში მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფასები 1დან-7%-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტად  7 პროცენტით გაიზარდა მსხლის  ფასი, ყველაზე ნაკლებად - 1%-ით კი ვაშლის ფასი. რაც შეეხება მრავალწლიან კულტურებში ფასების ცვალებადობას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ატამსა და კივზე დაფიქსირდა.
 
რაც შეეხება ბოსტნეულის ფასებს, ყველაზე მეტად - 7%-ით გაიზარდა ნივრის ფასი, ყველაზე მცირე 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა კიტრის, მწვანილისა და პომიდვრის ფასებში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები