2018-2020 წლებში საქართველოში 210-მდე ახალი სასტუმრო აშენდება. შედეგად ქვეყანაში ტურისტთა და შიდა ვიზიტორთა განთავსებისთვის 21 500-ით მეტი საწოლი ადგილი გაჩნდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში თბილისში დაგეგმილია 65 სასტუმროს მშენებლობა. დედაქალაქში 2018 წელს უნდა დასრულდეს ბრენდული სასტუმროების ჰილტონი და რედისონი. 2019 წელს თელავში ჰოლიდეი ინი და გოლდენ ტულიპი, ბაკურიანში კი რუმსი შევა ექსპლუატაციაში. რაც შეეხება ქუთაისს აქ დაგეგმილია სასტუმრო რამადა ენქორის მშენებლობა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა განაცხადა, ქვეყანაში მეტი ბრენდირებული სასტუმროს შემოსვლა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად აამაღლებსგიორგი ბრეგაძე